вторник, 15 ноября 2011 г.

shepasebis rubrika


კრიტერიტერიუმები
1–4
5–8
9–10
დავალების სისტემატურად შესრულება
არ ასრულებს დავალებას.
პერიოდულად ასრულებს და ისიც არასწორად.
სისტემატურად ასრულებს დავალებას
დავალების სწორად გააზრება
ვერ იაზრებს დავალებას, ვინაიდან არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
ცდილობს
შემოქმედებითად უდგება ყველა სახის დავალებას
ენობრივი და შინაარსობრივი მიმართულება
ვინაიდან არ აქვს დავალება შესრულებული, შესაბამისად ენობრივ და შინაარსობრივ გამართულობაზე ვერ ვსაუბრობთ.
უჭირს, მაგრამ აქვს მცდელობა.
შესრულებული სამუშაოები შინაარსობრივად და ენობრივად გამართულია.
რუკის კითხვა
ვერ კითხულობს.
ესაჭიროება მითითებები როგორ იპოვოს ინფორმაცია
დამოუკიდებლად და სრულად მოიპოვებს.

gakvetilis gegma


გაკვეთილის თემა
როგორია საქართველოს ტერიტორიის ფართობი და საზღვრები.
სწავლების საფეხური, კლასი
II საფეხური IX კლასი.
საგანი
საქართველოს გეოგრაფია
მოსწავლეთა რაოდენობა, პროფილი

7. განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა 0.a
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
IX კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო, საქათველოს ფიზიკური რუკა, კონტურული რუკა, კომპიუტერი, ინტერნეტი.
მიზანი და შედეგი
გაეცნონ ბავშვები საქართველოს ფართობს, საზღვრებს, უკიდურეს წერტილებს, ყველა ფიზიკურ–გეოგრაფიულ მახასიათებლებს.
ესგ–თი მისაღწევი შედეგები:
გეო VIII.2 იყენებს რუკას და განსაზღვრავს საქართველოს მდებარეობას რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბით.





წინარე ცოდნა
 მოსწავლეებმა იციან საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის შესახებ.
შეფასების საგანი და პროცედურები
 მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით პრეზენტაციისა და მსჯელობის უნარ–ჩვევებში.
გაკვეთილის მსვლელობა
       აქტოვობა –1 A ფაზა
 საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ 2 წუთი დავიწყებ კითხვების მეშვეობით წინარე ცოდნის გამოკითხვას.10 წუთი. ვასახელებ ახალი მასალის თემას და ვცდილობ გავიგო რა იციან მოსწავლეებმა აღნიშნული თემის გარშემო. ვაკეთებ ახალი თემის პრეზენტაციას 10 წუთი.
        აქტივობა– 2 B ფაზა
   მოსწავლეები ინდივიდუალურად ეცნობიან გაკვეთილში მოცემულ რუკებსა და წყაროებს. რუკაზე პოულობენ გეოგრაფიულ ობიექტებს, გადააქვთ ისინი კონტურულ რუკაზე. 10 წუთი.
        აქტივობა–3–C ფაზა
  მასალის ათვისების მიზნით კლასის წინაშე ვსვამ რამდენიმე კითხვას:
– რას უდრის საქართველოს ფართობი და საზღვრების სიგრძე?
– საქართველოს რომელ ნაწილშია ბარიერული და კონტაქტური საზღვრები?
– განსაზღვრეთ საქართველოს ადგილი ევროპასა და აზიას შორის. 10 წუთი.
        აქტივობა–4 
  ვაფასებ მოსწავლეებს და ვაძლევ საშინაო დავალებას. 3 წუთი.

.