среда, 16 ноября 2011 г.
вторник, 15 ноября 2011 г.
shepasebis rubrika
კრიტერიტერიუმები | 1–4 | 5–8 | 9–10 |
დავალების სისტემატურად შესრულება | არ ასრულებს დავალებას. | პერიოდულად ასრულებს და ისიც არასწორად. | სისტემატურად ასრულებს დავალებას |
დავალების სწორად გააზრება | ვერ იაზრებს დავალებას, ვინაიდან არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში | ცდილობს | შემოქმედებითად უდგება ყველა სახის დავალებას |
ენობრივი და შინაარსობრივი მიმართულება | ვინაიდან არ აქვს დავალება შესრულებული, შესაბამისად ენობრივ და შინაარსობრივ გამართულობაზე ვერ ვსაუბრობთ. | უჭირს, მაგრამ აქვს მცდელობა. | შესრულებული სამუშაოები შინაარსობრივად და ენობრივად გამართულია. |
რუკის კითხვა | ვერ კითხულობს. | ესაჭიროება მითითებები როგორ იპოვოს ინფორმაცია | დამოუკიდებლად და სრულად მოიპოვებს. |
gakvetilis gegma
გაკვეთილის თემა | როგორია საქართველოს ტერიტორიის ფართობი და საზღვრები. |
სწავლების საფეხური, კლასი | II საფეხური IX კლასი. |
საგანი | საქართველოს გეოგრაფია |
მოსწავლეთა რაოდენობა, პროფილი | 7. განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა 0.a |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები. | IX კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო, საქათველოს ფიზიკური რუკა, კონტურული რუკა, კომპიუტერი, ინტერნეტი. |
მიზანი და შედეგი | გაეცნონ ბავშვები საქართველოს ფართობს, საზღვრებს, უკიდურეს წერტილებს, ყველა ფიზიკურ–გეოგრაფიულ მახასიათებლებს. ესგ–თი მისაღწევი შედეგები: გეო VIII.2 იყენებს რუკას და განსაზღვრავს საქართველოს მდებარეობას რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბით. |
წინარე ცოდნა | მოსწავლეებმა იციან საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის შესახებ. |
შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით პრეზენტაციისა და მსჯელობის უნარ–ჩვევებში. |
გაკვეთილის მსვლელობა | აქტოვობა –1 A ფაზა საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ 2 წუთი დავიწყებ კითხვების მეშვეობით წინარე ცოდნის გამოკითხვას.10 წუთი. ვასახელებ ახალი მასალის თემას და ვცდილობ გავიგო რა იციან მოსწავლეებმა აღნიშნული თემის გარშემო. ვაკეთებ ახალი თემის პრეზენტაციას 10 წუთი. აქტივობა– 2 B ფაზა მოსწავლეები ინდივიდუალურად ეცნობიან გაკვეთილში მოცემულ რუკებსა და წყაროებს. რუკაზე პოულობენ გეოგრაფიულ ობიექტებს, გადააქვთ ისინი კონტურულ რუკაზე. 10 წუთი. აქტივობა–3–C ფაზა მასალის ათვისების მიზნით კლასის წინაშე ვსვამ რამდენიმე კითხვას: – რას უდრის საქართველოს ფართობი და საზღვრების სიგრძე? – საქართველოს რომელ ნაწილშია ბარიერული და კონტაქტური საზღვრები? – განსაზღვრეთ საქართველოს ადგილი ევროპასა და აზიას შორის. 10 წუთი. აქტივობა–4 ვაფასებ მოსწავლეებს და ვაძლევ საშინაო დავალებას. 3 წუთი. . |
Подписаться на:
Сообщения (Atom)